„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მომღერალ ბუბა კიკაბიძის გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის თხოვნით მიმართოს უკრაინის პრეზიდენტს, ჟურნალისტი თეიმურაზ ქორიძე ეხმაურება და წერს:
„ბუბა კიკაბიძემ, თუ ტელეფონმა გამიმართლა, მინდა ზელენსკის დავურეკო მიშას (სააკაშვილის) გადაყვანაზეო.
ე ბიჯო, ჭკვიანი და გამოცდილი კაცი ხარ, რამდენჯერ უნდა აგიხსნან, რომ საქართველოს კანონმდებლობა პატიმრის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას არ ითვალისწინებს. ამიტომ უკრაინის პრეზიდენტთან დარეკვა არაფერს მოიტანს, კაცს, პროსტა, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებ.
ამიტომ, აჯობებს, ზელენსკის კი არა, მუჰამედს (ალაჰის მოციქულს) დაურეკო – ცად ამაღლებამდე ძალიან გულისხმიერი კაცი იყო და უეჭველი დაგეხმარება. ტელეფონი ხატია დეკანოიძეს ეცოდინება.“
კომენტარები