უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდა და მოუწოდა უკრაინას რუსული აგრესიის შესაჩერებლად, მიაწოდოს თანამედროვე გერმანული იარაღი.
“რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება უპირველეს ყოვლისა თანამედროვე იარაღი. ჩვენ შეგვიძლია ვიბრძოლოთ ძველი იარაღით ძველი მარაგებიდან, მაგრამ ახალი იარაღი უფრო ეფექტურია. ამიტომ, ჩვენ ველით როგორც (ჯავშანმატარებლებს) ასევე (ტანკებს) Marder-ს და (ტანკებს) Leopard-ს”, – თქვა სტეფანჩუკმა.
ოთხშაბათს კანცლერმა ოლაფ შოლციმ პირობა დადო, რომ უკრაინას მიაწვდის თანამედროვე IRIS-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემასა და თანამედროვე რადარებს, რომელიც მტრის ჰაუბიცების, ნაღმტყორცნების და რეაქტიულ არტილერიის აღმოჩენაში დაეხმარება უკრაინას.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინისთვის IRIS-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას თვეები დასჭირდება.
კომენტარები