უფლებადამცველი სოფიო ხორგუანი:
„ნაცმოს მმართველობის ბოლოს სჭირდა ეს, დღევანდელი დღე გადავაგორო ოღონდ, ნებისმიერი ხერხით. აითვისა ოცნებამ პორტირებულებითურთ.
დღეს, როცა უკრაინის გამარჯვება სულ უფრო რეალური და ცხადი ხდება, ოცნების “მპოსტავებისგან” იმის მტკიცება, რომ რუსეთი იგებს, ერთ მიზანს ემსახურება, დაგვამადლოს ომისგან რომ “გვიცავს”, ყოველდღიურად გაძვირებული ცხოვრებისთვის პასუხი რომ არ მოვთხოვოთ. არც უსამართლობისთვის. არც უიმედობისთვის. არც კორუფციისთვის. არც ნეპოტიზმისთვის. საერთოდ რომ გავჩუმდეთ. და დროდადრო მხოლოდ ტაში დავუკრათ და ბაიათები ვუმღეროთ. მერე? მერე უკრაინა ომს მოიგებს და რუსეთიც დაშლას დაიწყებს. იმ დროისთვის ახალ ჭორებსა და პასკვილებს მოიგონებენ და … p.s. მიშასაც ეგონა, 30 წელი იქნებოდა მმართველი, ასე რომ, მოსახვევებში ფრთხილად“
კომენტარები