შოუმენი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში აფთიაქში მომხდარ ამბავზე წერს:
„რამდენიმე დღის წინ, გვიან ღამით ვბრუნდებოდი სახლში. ქეთისთვის რაღაც წამლები მინდოდა და “გაგარინზე” იყო “ღია პსპ”.
ჩემ წინ ერთი ადამიანი იყო, რომელსაც შეკვეთა გაკეთებული ქონდა და ფარმაცევტის მოსვლას ელოდებიდა – ფულის გადასახდელად და პროდუქციის გამოსართმევად.
ამ დროს უკანაც მოვიდნენ ორნი.
როცა ფარმაცევტმა წინას წამლები მოიტანა, უკანა მივიდა “ფორთოჩკასთან” და ჰკითხა ერთჯერადი ჭიქები თუ გაქვთო. დადებითი პასუხი მიიღო და დადგა ჩემს უკან.
ამ რამდენიმე წამში პერიფერიული მხედველობით მხოლოდ ის დავინახე, რომ ეს “უკანა” ძალიან ფერმკრთალი გახლდათ.
მე შეკვეთა გავაკეთე და ველოდები. ზუსტად ერთი მეტრის დაშორებით,
უკნიდან მესმის ფერმკრთალის ხმა:
– გაიგე სააკიანცი რომ ჩაძაღლდა?
– ვინ? (ჰკითხა მეორემ, რომელიც ჩანაფიქრს ვერ მიუხვდა)
– სააკიანცი ჩაძაღლდა ციხეში. ყველა მიშისტის დედა მოვ&@ან, ყველა მიშისტის დედას შევე@ი!
არ ელოდა, რომ შევუბრუნდებოდი, მაგრამ შევუბრუნდი და მეთქი ხო ჩემს გასაგონად ამბობ მეთქი და ვუთხარი ის, რაზეც არც კი უფიქრია.
ტიპი კიდევ უფრო გაფერმკრთალდა და წავიდა ისე, რომ ჭიქები არც გაახსენდა.
ამ ისტორიის მთავარი ტრაგედია არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ადამიანს დაუკარგა სახე, საქციელი, კულტურა, ზრდილობა.
უბრალოდ , წარმოიდგინეთ – ადამიანს შეუძლია მეორე ადამიანს ედგეს ზურგს უკან და აგინოს, აგინოს პოლიტიკური არჩევანის გამო. იმის გამო, რომ პროპაგანდამ რაღაც აზრი შეუქმნა მის წინ მდგომზე.
თან განა პირში თქმის ტრაკი აქვს, არა ქვეშქვეშურად, გნიდურად – გააგონოს, რომ აგინებს. დარწმუნებული იმაში,რომ წინმდგომი ისეთი მტყუანია, პასუხის გაცემას ვერც კი გაბედავს.
დღეს Zurab Tchiaberashviliს ეწერა, რომ 10 წელია პასუხის გაცემაზე უარს ამბობს ხალხი, როცა უსამართლოდ, სრულიად დაუმსახურებლად ილანძღება მოსახლეობის დიდი ნაწილი.
10 წელია პროპაგანდა ტვინს ურეცხავს ხალხს, არწმუნებს არარსებულში და აზიზღებს მეზობელს, თანამშრომელს, ნათესავს, კლასელს, უცნობს და ნაცნობს.
ხოდა, მგონი დადგა დრო, რომ როცა დაუმსახურებლად გვლანძღავენ, პასუხი გავცეთ!
პასუხის ფორმა უამრავია და არაა აუცილებელი ფიზიკური პასუხი. რადგან ნებისმიერ პასუხზე, 10-დან 9 უბრალოდ გარბის. გარბის, რადგან ხვდება, რომ პროპაგანდამ მოატყუა და “წინმდგომი” არც ქვეშაჯვია ყოფილა, არც ლიბერასტი და არც – პიდა.
დღესვე რომ შეიცვალოს ხელისუფლება, წლები დაგვჭირდება რეაბიტლიტაციისთვის, ერთმანეთის თვალებში ჩასახედად, ერთმანეთის პატივისცემისთვის, უბრალოდ მშვიდი თანაცხოვრებისთვის.
აი, ეს ქნა იმ ბრძენმა კაცმა …“
კომენტარები