პრემიერი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე :
„ქვეყანაში არის უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ევროპელი კოლეგები გაოცებული ისმენდნენ ჩემი და ლევან დავითაშვილის საუბრებს – ასეთი ეკონომიკური ზრდა ცოტა ქვეყანას აქვს ევროპაში.
სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა შეიძლება ითქვას ჩამოსული ამ წლებში. 17,5% შეადგინა ბოლო წლების განმავლობაში. შედარებისთვის გეტყვით, რომ 2010 წელს 38% იყო და 2012 წელს, მაშინ როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 34%. რა თქმა უნდა ეს ჩვენ არ გვაკმაყოფილებს, მეტი უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ამას სჭირდება მშვიდობა მეგობრებო.”
კომენტარები