საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ 22 სხვადასხვა ორგანიზაციაში ახალგაზრდა სტაჟიორთა მისაღებად კონკურსი გამოცხადდა. ვაკანტურ პოზიციათა ჯამური ოდენობა 252-ია, საიდანაც 105 სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვაკანსიებია.
- თუ ბოლო დროინდელ შემცირებებს გავითვალისწინებთ, რასაც თეა წულუკიანის რეპრესიები შეარქვეს, ეჭვი გვაქვს, სულ მალე კიდევ ახალი ვაკანსიებიც გამოჩნდება. საინტერესოა, რა ნიშნით შეარჩევენ სტაჟიორებს? როგორც წულუკიანის მიერ გამოყრილი ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, პირველს, რასაც გასაუბრებაზე ეკითხებოდნენ, იყო – ,,აქციებზე თუ დადიხართ?”. სავარაუდოდ, სტაჟიორებთანაც უპირველესად ეს დააინტერესებთ.
კომენტარები