ექსპერტი დავით ქართველიშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილის გამონათქვამე – დიახ, ომი მინდა! – წერს:
“კიდევ ერთხელ ჭიაბერაშვილის განცახდებაზე: “დიახ, ომი გვინდა!” – ნუ, ამას სხვებისგან განსხვავევით “ვაჟკაცობა” მაინც ეყო ეღიარებინა ის, რაც სხვებს ძალიანაც უნდათ, მაგრამ ხმამაღლა ვერ ბედავენ. საკუთარ “საგმირო” საქმეებზე 2008 წელს რატომღაც “თავმდაბლობის” გამო არ შეგვახსენა: როგორ “იბრძოდა” წინა ხაზზე, როგორ “გამოყავდა” ბრძოლიდან დაჭრილები, როგორ “ეხმარებოდა” მღვდლებს მიცვალებულების გამოყვანაში.
საკუთარ მფორთხავ მთავრასარდალზე შეეხსენებინა რამე – პიპინიასი არ იყოს, საკუთარ დაცვას რომ ასწრებდა. საკუთარი ყოფილი თანაგუნდელი დავით ბაქრაძე გახსენებოდა: “აისხით დანა-ჩანგალი, ჯაყვები და სამშობლო დაიცავითო”. ბოლოს კი წითელ ხიდზე და აეროპორტის მესაზღვრეების მიერ შედგენილი სიები მოეყვანა იმის დასტურად, თუ როგორ უნდა სამშობლოს “დაცვა”, იმდროინდელი სრულიად სანაცეთი ერთმანეთს რომ ასწრებდა ქვეყნის დატოვებაში. და ბოლოს ისიც აეხსნა – ამჟამად რატომ არ იბრძვის უკრაინაში, იქაც ხომ “საქართველოს” იცავენ “პუწინისაგან” და მისთვის რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, სად დაიჭიროს “კალაშნიკოვი”. რაც შეეხება ომს – ეგ “მთასა” და “მუჰამედზეა” გამონათქვამი და არა პროჭიაბერაშვილისეულ ინტერპრეტაციაზე: “თუ თქვენ არ მიდიხართ ომში, ომს თქვენთან ჩვენ ჩამოვაბრძანებთ”.
კომენტარები