სამოქალაქო აქტივისტი გიორგი გაბედავა ფეისბუქზე აქვეყნებს პოსტს, სადაც წერს რომ იწყებს მხილებას :
“ვიწყებ ბიუჯეტის წურბელის, დიმიტრი ქუმსიშვილის მხილებას !
პირველი საკითხი – რატომ გამოართვა მფარველობის სანაცვლოდ თურქ ბიზნესმენს 5 მილიონი დოლარი ! ?
რას ნიშნავს – ეკონომიკის მინისტრი და ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ლობირების სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს რომ იღებს ქრთამად ?!
რატომ აღმოჩნდა ეს 5 მილიონი დოლარი ზურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელის,ბიზნესმენების დამტერორებლის ,ავადსახსენებელი ყავლაშვილის ხელში ?!
რა კავშირია ადეიშვილსა და ქუმსიშვილს შორის ?!
უკვე ეს ფაქტებია საკმარისი რომ ქუმსიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას !
აღარაფერს ვამბობ ბიუჯეტიდან გამქრალ 700 მილიონ ლარზე,რომელიც ექს-პრემიერმა კვირიკაშვილმა და ვიცე-პრემიერმა ქუმსიშვილმა ჩაიჯიბეს !
ყოველივე ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით რასაც ეტაპობრივად გამოვაქვეყნებ !
საქართველოს მთავრობა, შს სამინისტრო, დიმიტრი ქუმსიშვილი, იქნებ გაგვცეთ პასუხი ? “
მოგვიანებით კი გამაქვეყნა დოკუმენტის ფოტო შემდეგი ტექსტით :
ჩემი მილიონერი ძმა სიდან ბიჭო ამდენი ? სიდან? ალბათ კომპანიის საბანკო ანგარიშებზე რომ შედის ელექტრონული ბღუჯა ხვდება და აჟრიალებს ხოლმე
კომენტარები