რონდელის ფონდის მკვლევარი, დიპლომატი, ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში, გიორგი ბადრიძე:
“საქართველოში ზეიმობენ ბორის ჯონსონის პოლიტიკურ გადარჩენას. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ნებისმიერი სხვა კონსერვატორი პრემიერ-მინისტრი უკრაინის სრულ მხარდაჭერას გაარგძელებდა. მეტიც, ლეიბორისტებიც სრულად მხარს უჭერენ უკრაინას და ზოგჯერ აკრიტიკებენ მთავრობას სიზანტისთვის, არასაკმარისი იარაღის მიწოდებისთვის და განსაკუთრებით, სანქციების არასაკმარისად გამოყენებისთვის რუსი ოლიგარქების მიმართ.
ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ პრემიერის მიმართ კრიტიკული და მომთხოვნი მისივე პარტიის წევრები არიან (და არა მხოლოდ ოპოზიცია) და მის ქმედებებზე მუდმივი კონტროლი აქვთ.
PS ახლა ჩვენთან მოვიკითხოთ ეგ ამბავი.
PPS 2018 წელს ტერეზა მეიმ ნდობის კენჭისყრაში ჯონსონზე მეტი ხმა მიიღო, მაგრამ 6 თვეში გადადგა, 1990-ში მარგარეტ ტეტჩერმა მოიგო კენჭისყრა, მაგრამ 2 დღეში გადადგა.”
კომენტარები