თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, ანკარაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:
„მსოფლიოში რეალურად საკვების კრიზისია. ჩვენ არ უნდა შევაფასოთ საკვების კრიზისი შეზღუდულად მხოლოდ უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის კუთხით, არამედ ასევე არის სასუქების პრობლემაც. სერგეი ლავროვს ჰქონდა ოფიციალური ვიზიტი ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ჩვენ დავინახეთ, რომ მათ აქვთ წუხილი ამ მიმართულებით. ასე რომ, რუსეთისა და უკრაინის ხორბლის პროდუქტები წარმოადგენს გლობალური წარმოების ერთ მესამედს. თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ ტერიტორიის ნაღმებისგან გაწმენდას, უსაფრთხოების დერეფნებისა და სატრანზიტო დერეფნების გახსნა შეუძლებელი იქნება. რუსული მხარე ამბობს, რომ დერეფნების გახსნის შემდეგ გემებმა უკრაინაში იარაღი არ უნდა შეიტანონ. ასე რომ, უნდა იყოს მექანიზმები, რომლებიც შეამოწმებს ამ საკითხებს. სწორედ ამიტომ ჩვენ გაერო-ს შეთავაზებას გონივრულად მივიჩნევთ. გაერო-ს, რუსეთს, უკრაინას და თურქეთს შეუძლიათ, შექმნან მექანიზმი, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას. ამ გეგმაზე ახლა ვსაუბრობთ. თურქეთი ამ გეგმას გონივრულად მიიჩნევს. რუსეთისა და უკრაინის თანხმობის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, ვუმასპინძლოთ შეხვედრას ხორბლის ექსპორტის პრობლემების მოსაგვარებლად. ჩვენ ასევე ლეგიტიმურად ვუყურებთ რუსეთის მოთხოვნას, რომ თუ მზესუმზირისა და ხორბლის პროდუქტების ექსპორტს რუსეთი უზრუნველყოფს საერთაშორისო ბაზარზე, რუსეთის სურვილი სანქციების მოხსნაზე, სრულიად ლეგიტიმურია. თუ მთელ მსოფლიოს სჭირდება პროდუქტების ექსპორტი რუსეთისგან და უკრაინისგან, ჩვენ უნდა გავხსნათ გზა წინსვლისთვის და დღის ბოლოს კონსენსუსის მექანიზმი ჩამოყალიბდეს.”
კომენტარები