ირაკლი ხომასურიძეს, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს, დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეს თავს დაესხა, პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა გამოაცხადა. პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარე კი ბრალდებულის 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.
პროკურორის თქმით, ხომასურიძემ დავით ბერძენიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და წვივის არეში ფეხი ჩაარტყა. ხომასურიძეს ბრალი 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილი ძალადობით) წარედგინა.
6 ივნისს რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ. ორი პირი მათ სიტვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა. თავდასხმის შესახებ თავდაპირველად რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.
კომენტარები