ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს ინფორნაციას იმაზე, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის ქალაქები სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი დაბომბეს. რუსების იერიშებს 4 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაიჭრა.
“რუსები აგრძელებენ სევეროდონევცკზე შეტევას. ისინი მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ უბნებსა და სამრეწველო ობიექტებს ესხმიან თავს”. – წერს გაიდაი.
კომენტარები