BBC ავრცელებს ინფორმაციას იმაზე, რომ დიდი ბრიტანეთის ორ და მაროკოს ერთ მოქალაქეს „დონეცკის რესპუბლიკაში“ სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მარიუპოლის დაცვაში მონაწილეობდნენ.
ე.წ რესპუბლიკის სასამართლომ ბრალდებულები „დონეცკის რესპუბლიკაში“ ძალაუფლების ძალისმიერი გზით ხელში ჩაგდების მცდელობაში და ტერორისტულ საქმიანობაში დამნაშავედ ცნო.სამივე ბრალდებული უკრაინის შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით მსახურობდა. მათ კონტრაქტებს ჯერ კიდევ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიამდე მოაწერეს ხელი. სასამართლო დახურულ რეჟიმში წარიმართა და განაჩენი ძალზე მალე იყო გამოტანილი. სეპარატისტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულებმა ბრალი აღიარეს.
რუსეთის სამთავრობო მედია ამ „სასამართლო პროცესის“ მხოლოდ მოკლე ამონარიდებს აქვეყნებდა. ამასთანავე დაკავებულთა ნათესავები აცხადებდნენ, რომ მათ არც ადვოკატი ჰყავდათ და სასამართლოზე დაცვის რეალური საშუალება არ ჰქონდათ.
დიდმა ბრიტანეთმა უკვე მიმართა ე.წ. დონეცკის რესპუბლიკას, რომ ტყვედ ჩავარდნილ ბრიტანელებს ლმობიერად მოექცნენ. ბრიტანეთის მთავრობა ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
ბრიტანეთის მოქალაქეებმა, რომლებსაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, შონ პინერი და აიდენ ასლინმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს თხოვნით მიმართეს, რომ მან ხელი შეუწყოს და ისინი რუს ოლიგარქში და პუტინთან დაახლოებულ პირზე, ვიქტორ მედვედჩუკში გაცვალონ.
კომენტარები