პედაგოგი ლადო აფხაზავა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მის მიერ უკრაინის დასახმარებლად შეგროვებულ თანხაზე ინფორმაციაზე ატეხილ შენიშვნებს და კრიტიკას პასუხობს, ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
“სამარცხვინოა,როცა სხვისთვის გაწვდილი ხელი განსჯის საგანი ხდება. არ საჭიროებს განმარტებას,მაგრამ მაინც…
ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია ჩამოვიდეს ლანჩხუთში, ნახოს ის 500 ბავშვი და მათი მშობლები, ჰკითხოს რა მიიღეს ერთი რიგითი მასწავლებლისგან. ნუ შეგშურდებათ ომში მყოფი ქვეყნის.მე ჩემი მოსწავლეებისთვისაც იმდენს ვაკეთებ, რამდენიც შემიძლია. რამდენიმე ათეული მოსწავლე სტიპენდიას იღებს 200 ლარის ოდენობით, უკვე 2 წელია. ჩამოდით და იკითხეთ იმ სოფლებში, სადაც მე ვმუშაობ. უკვე მეორე გემით ჩამოტანილი ტანსაცმელი და სხვადასხვა საჩუქარი დავურიგეთ ბავშვებს. მე ერთი რიგითი მასწავლებელი ვარ და არ შემიძლია ქვეყნის მასშტაბით ბევრი ბავშვის საჭიროებები დავაკმაყოფილო. ისე, ვისურვებდი, ამ კომენტარების ავტორები მაშინ მდგარიყვნენ ჩემ გვერდით,როცა მარტო ვეზიდებოდი ტვირთს ფოთის პორტში..”
Rusudan Pertaia, ლევან მაღლაკელიძე и ещё 1,6 тыс.
Комментарии: 401
Поделились: 41
Нравится
Комментировать
Поделиться
კომენტარები