ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, სოსო ცინცაძე.
რაც შეეხება უკრაინულ ხორბალს და პუტინის მიერ ამით შანტაჟს, პუტინი სიტყვით ამბობს ამას. ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამარმა დაურეკა პუტინს და სთხოვა, უკრაინისთვის ხორბლის გატანაში ხელი არ შეშალა. პუტინმა უპასუხა, პორტები თავად უკრაინელებმა განაღმეს წყალქვეშა ნაღმებით, მე არაფერ შუაში ვარო. ჩვეულებრივი რუსული ნარატივია, რუსები ყველაფერში თავს იმართლებენ და ეგენი არასდროს არაფერს აშავებენ, მუდამ სხვაა მათთან დამნაშავე – ეგ არის რუსული პოლიტიკის ქვაკუთხედი.
– მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკამ შესაძლოა, შავ ზღვაში სამხედრო კრეისერები შეიყვანოს უკრაინული პორტების განსაბლოკადო, რა იცით ამაზე?
– კი, გავრცელდა, მაგრამ არარეალურია ეგ ამბავი. ამერიკული სამხედრო გემების შეყვანა შავ ზღვაში მაგ მიზნით, ნიშნავს რუსეთის სამხედრო ფლოტთან სამხედრო დაპირისპირებას და ეს უკვე ნატოსა და რუსეთს შორის ომის დაწყებას ნიშნავს. ეგ გამორიცხულია. მოლაპარაკებების გზით ეს საკითხი მოგვარდება. ეს ხორბალი ამერიკას იმდენად არ სჭირდება, აფრიკისა და აზიის ქვეყნებს უფრო სჭირდებათ. გაერო ყიდულობდა ამ ხორბლის დიდ ნაწილს და აფრიკისა და აზიის ქვეყნებს უგზავნიდა, როგორც ჰუმანიტარულ დახმარებას. კანადის, ამერიკის ხორბალია უმაღლესი ხარისხისა და ეს ეყოფა ევროპას. თან, ევროპელები ბევრ პურს და პურპროდუქტებს არ მოიხმარენ. ბევრ პურს ხმარობენ მშიერი ქვეყნები. რუსეთის და ყაზახეთის ხორბალია კიდევ და რუსეთი რას უზამს თავის გასაყიდ ხორბალს, არ გაყიდის? დაალპობს? უნდა გაყიდოს, სხვა რა გზა აქვს? მომავალ კვირას თუ ის მძიმე შეიარაღება მიიღო ამერიკისგან უკრაინამ, ომის სურათი შეიცვლება უკრაინის სასარგებლოდ. ეს კი პოლიტიკურ ვითარებზე მოახდენს გავლენას.
კომენტარები