ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, ნათია მეზვრიშვილი:
“20 ივნისთან დაკავშირებით საქმე ამ გუნდისთვის იყო, არის და იქნება მარტივად:
ევროპისკენ მიმავალი გზა იმ დღეს აქციის გამართვაზე ვერ გაივლის, რომელ დღესაც გულწრფელი ანტი-რუსული პროტესტის მიღმა სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის დატვირთვა აქვს. უფრო მეტიც, რომელ დღესაც გულწრფელი ანტი-რუსული პროტესტის გამოხატვის დატვირთვა შეიძლება ჰქონოდა, რომ არა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო ქცევა და შემდეგ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის რიგით მონაწილეებზე შეტოვება.
ამ გუნდმა მოახერხა ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუციაში შეჭრა ნორმა არ გამხდარიყო ქვეყანაში. ოცნებამ მოახერხა ის, რომ შტურმის ორგანიზატორები და მონაწილეები, შტურმის, რომელიც შეუთავსებელია ევროპულ და დემოკრატიულ ღირებულებებთან, სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის მოწყობის დღის ევროპის გზად სიმბოლიზებას ცდილობენ.
სიმართლე არის ერთი: კანონიერი და სამართლიანი პროტესტი დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია (და ასე იყო ის პროტესტიც, სანამ უკანონო სახეს მიიღებდა). შტურმში გადაზრდილი პროტესტი დემოკრატიის ნაწილი არც ერთ დემოკრატიულ, ევროპულ ქვეყანაში არ ყოფილა, არ არის და არ იქნება.
კითხვაზე: აი ხალხი რომ დაზარალდა? კი, დაზარალდა, რიგ შემთხვევებში უფლებამოსილება გადამეტებული იქნა. შეიძლებოდა არ გადამეტებულიყო? დიახ, შეიძლებოდა.
მაგრამ იმის გამო, რომ ცალკეულ შემთხვევაში კანონი დაირღვევა, პარლამენტზე შტურმი არ და ვერ მართლდება ! რამდენიც არ უნდა ეცადონ, უკანონო და ძალადობრივი აქციის აღკვეთას ვერ დაერქმევა მშვიდობიანი აქციის დაშლა. კარგად დავიმახსოვროთ – პოლიციამ 20 ივნისს, საკუთარი ღირსების და უსაფრთხოების ფასად, უკანონობის, შტურმებით და გადატრიალებებით ხელისუფლების ცვლილების ნორმალიზება არ დაუშვა !
და ეხლა არ დამიწყოთ, ე.ი. პროდასავლურები არ ხართ, ე.ი. რუსეთის მონები ხართ, ე.ი. ბიძინას პროექტი ხართ და მსგავსი ბოდვები, რაც დიდი ხანია გაცვდა …
უსუსური და მშიშარა ოცნება, რომელმაც საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტს ფუნქცია დაუკარგა და პარტიის და ერთი კაცის დანამატად აქცია, ალბათ ვერასოდეს გაიგებს დემოკრატიისთვის ინსტიტუტის დაცვის ფასს! არც მაშინ ესმოდათ. გავრილოვი რომ სკამში ჩასვეს, მაშინაც არაფერი ესმოდათ.
იმ პოლიტიკოსებმა კი, რომლებიც შტურმში მონაწილეობდნენ და დღეს ოცნების წყალობით ბედავენ და მორალს გვიკითხავენ პროდასავლურობაზე, ნება იბოძონ და ჯერ აღიარონ, რომ პარლამენტზე შტურმს აწყობდნენ, აღიარონ, რომ დემოკრატიის ისტორიაში შტურმს არასოდეს არანაირი კავშირი არ ჰქონია დემოკრატიასთან! ამის შემდეგ გვესაუბრონ ევროპულ გზაზე …
ამიტომ კითხვაზე, 20 ივნისს დაგეგმილ აქციას უერთდებით?
რა თქმა უნდა არა, არ ვუერთდებით !”
კომენტარები