პოლიტიკოსი, გიგი უგულავა:
“სინამდვილეში ქოცები იქცევიან როგორც სექტანტი ერეტიკოსები. “საინტერესოა, რის სანქცირებას ითხოვენ ევროპარლამენტიდან: სამების ტაძრის და უამრავი ეკლესია მონასტრის აშენების თუ რეკონსტრუქციის?!”-დაჰგმინა დეპუტატმა მათიკაშვილმა. მას ტაძრის აშენება ინდულგენცია ჰგონია. მიაჩნია რომ თუ ტაძარი ააშენე თუნდაც საეჭვო ფულით, შეგიძლია ბავშვის სისხლში ამოთხვრილი საწვავით ივაჭრო. მკვლელთან და ტერორისტთან იმეგობრო და მასთან ერთად ფული აკეთო. ინდულგენცია ცოდვაა და მკრეხელობაა ჩემო ძვირფასო ქოცებო. განა სახარებაში არ ამოგიკითხავთ, რომ უფალმა დედაბერის ორი შაური შეიწირა და არა მდიდრის ავლა-დიდება. ასე რომ აქლემი უფრო გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე ივანიშვილი ასცდება სანქციებს. ასეა ეს!”
კომენტარები