გიგი უგულავა თსუ-ში განვითარებულ მოვლენებზე:
,,თსუ-ში სტუდენტების, ზოგისთვის ზღვარგადასულმა, პროტესტმა, XX საუკუნის დასაწყისის ერთი თბილისური ისტორია გამახსენა. პირველი გიმნაზიის წინ ერთი მიტოვებული, უნარშეზღუდული კაცი მათხოვრობით ირჩენდა თავს. გამვლელი, დიდი თუ პატარა, მას “კუზიან ებრაელს” უწოდებდა. ხშირად აუტანელი იყო დამცირება. ერთხელაც წონასწორობა დაკარგა, ქვა ესროლა დამცინავს და საუბედუროდ მოკლა. ამ ჩამოსახრჩობად განწირულ კაცს ლუარსაბ ანდრონიკაშვილი იცავდა. ლუარსაბმა თერთმეტჯერ მიმართა მოსამართლეს ფრაზით – პატივცემულო მოსამართლე. რის შემდეგაც წყობიდან გამოსულმა მსაჯულმა მას სამელნე ესროლა. ადვოკატი წელში გაიმართა და მიუგო- მე დავამთავრე გამოსვლა. თქვენ ხუთი წუთი ვერ აიტანეთ როცა თქვენი შესაფერისი წოდებით მოგმართავდით და ამ კაცისგან ითხოვთ რომ მთელი ცხოვრება აეტანა დამცირება?!
ეს სტუდენტებიც ასე არიან უკვე მესამე თვეა. დგანან, აპროტესტებენ, პლაკატები უჭირავთ, ყურადღებას ითხოვენ და პასუხად იღებენ სარკაზმს, ფეხზე დაკიდებას, დაცინვას, სუსის და სტუდკავშირის ზონდერების ბულინგს. ხან ყველგანმლანდავ ნაცებს მიაწებეს, ხან ქედმაღლურად ამკობდნენ – ეგენი უვარგისი “ლევაკი” ბავშვები არიან.
ხოდა ამოასხათ ამათაც. ყვირილის, ღრიალის და ჩხუბის მეტი გზა არ დაუტოვეს. დღეს არ მოგვეწონა მათი ქცევა და გუშინ, გუშინწინ პლაკატით ხელში რომ იდგნენ და ელემენტარულს ითხოვდნენ, ზედაც არ შეუხედავს არავის. რა გზა დარჩათ სხვა რომ ხმა მიაწვდინონ ბიუროკრატიას და საზოგადოებას?!
მძიმე სანახავი იყო ასაკიან კაცს რომ მიათრევს გავეშებული ბრბო, მაგრამ სამარცხინო სანახავია როცა რექტორი ათესილია უკანა კარიდან და პროფესურა ცარიელ კაბინეტს იცავს
George Sharvashidze მგონი თქვენ გაგიჭირდებათ მაგ თანამდებობაზე დარჩენა. ოღონდ, არა ფეხზე დაკიდებული სტუდენტობის გამო, არამედ იმ ლექტორების გამო დღეს თქვენ ცარიელ კაბინეტს რომ იცავდნენ. ვერ წარმომიდგენია მათ თვალებში როგორ უნდა შეხედოთ“
კომენტარები