ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი.
– ბატონო ზაზა, რა შანსები აქვს საქართველოს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს იმ ფონზე, რასაც ხელისუფლება აკეთებს ამის საწინააღდეგოდ ?
– რას გულისხმობ, ხელისუფლების ევროკავშირის საწინააღდეგო ქმედებებში?
– ევროკავშირის ლიდერი ევროპარლამენტარი არ დარჩათ გაულანძღავი, „ნაცებს“ ეძახიან და საქართველოში ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის სურვილს აბრალებენ იმ ხალხს, რომლებიც „ნაცებს“ ამხელდნენ ევროპული ტრიბუნიდან. მთელი ევროკავშირი უკრაინას უდგას გვერდით და ჩვენმა ხელისუფლებამ იმდენი არ გააკეთა, მორალურად მაინც, რომ მყარად და მკაფიოდ დაუდგეს გვერდით უკრაინას. ამას ევროკავშირის სტრუქტურების ხელმძღვანელბიც აცხადებენ.
– მე ვფიქრობ, თუ ევროკავშირს არ უნდა, რომ საქართველო როგორც პარტნიორი დაკარგოს, უნდა მოგვცენ კანდიდატის სტატუსი. საქართველომ ბევრი რამ გააკეთა, ბევრი ისეთი, რაც მე არ მომწონს. განსაკუთრებით, სექსუალურ უმცირესობებთან მიმართებაში. საქართველომ არაერთი ნაბიჯი გადადგა საიმისოდ, რომ ეს სტატუსი მიიღოს. აქედან გამომდინარე, ევროკავშირმა უარი რომ გვითხრას კანდიდატობაზე, ძალიან ცუდი იქნება. არ ვიცი, შეიძლება ხელისუფლებას უნდა კიდეც, უარი გვითხრან. შეიძლება ამ ყველაფერს ხელისუფლება განგებ აკეთებს. ევროკავშირს აქვს საფუძვლები, რომ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი. თურქეთი 25 წელია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, მაგრამ როდესაც ეს სტატუსი მისცეს, არა მგონია, მაშინ ჩვენზე უკეთეს მდგომრეობაში ყოფილიყო. თუნდაც ბალტიისპირეთის ქვეყნები ავიღოთ, რომლებიც პირდაპირ მიიღეს ევროკავშირში. იქაც ბევრი პრობლემები ჰქონდათ. საქართველოში ოლიგარქიული მმართველობაა, ეს არახალია და კარგად იცის ევროკავშირმა. დღეს რომ საქართველო არასახარბიელო მდგომარეობაშია, ჩვენ რომ არ გვყავს კოალიციური მთავრობა, ამაში არაპირდაპირ დამნაშვეა შარლ მიშელის დოკუმენტი. მის საფუძველზე ეს გაუბედურებული ოპოზიცია ცდილობდა, გადამხტარიყო ივანიშვილის ნავში და შესულიყო პარლამენტში. ადგნენ და შევიდნენ კიდეც. ისტორიული შანსი გაუშვეს ხელიდან. პარლამენტში რომ არ შესულიყვნენ, დღეს საქართველოში სხვა რეალობა გვექნებოდა. არჩევნები გაყალბდა, ამ გაყალბებული ოქმები ცსკო-ს ვებ-გვერდზე აიტვირთა და იყო შანსი, მარტო დაეტოვებინათ „ქართული ოცნება“ პარლამენტში, რასაც ივანიშვილის რეჟიმის დასასრული მოჰყვებოდა ხელახალი, ვადამდელი არჩენების დანიშვნით, ოღონდ ოპოზიციის მოთხოვნების შესაბამისად. ამის შემდეგ გვექნებოდა კოალიციური მთავრობა. ევროსაბჭომ ითანამშრომლა ხელისუფლებასთან და გადაარჩინა „ქართული ოცნება“. მე რას ვფიქრობ, იცი? თუ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი, ევროკავშირისგან განსხვავებული პოზიცია რაღაც საკითხებზე. ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემაა სასამართლოს სისტემა. სასამართლო უნდა დაემსგავსოს სასამართლოს. უნდა იყნენ მოსამართლები, რომლებიც დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. კვლიფიკაცია ჩვენი მოსამართლებისა, არის საკმაოდ მაღალი, მაგრამ ის მოსამართლები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს ემორჩილებოდნენ, ჩემი აზრით, ბევრს უკანონო გადაწყვეტილებები და განაჩენები აქვს გამოტანილი, დღეს იმავეს აკეთებებ ამ ხელისუფლებასთან მიმართებაში. ძალიან ბევრი დანაშაულში ეჭმიტანილი და მხილებული მოსამართლე დატოვეს, მერე უვადოდ დანიშნეს და დღეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს „ქართული ოცნების“ დაკვეთითა და მის სასარგებლოდ იღებენ. ჩვენ თუ გვინდა, სასამართლოში შეწყდეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, ევროკავშირში აუცილებლად უნდა შევიდეთ. მგონი, 15 წელი და მეტია, ინტერვიუებს გაძლევ და მუდამ იმას ვიძახი, რომ სასამართლო თუ არ დალაგდა, ვერც ქვეყანა დალაგდება. ყოველთვის იქნება კორუფცია, პოლიტიკური მართლმსაჯულება, პოლიტიკური პროკურატურა, იქნებიან უკანონო პატიმრები და სასამართლოს დარბაზიდან გაშვებული დამნაშავენი. პროკურატურის დაკვეთებზე როდესაც სასამართლო უარს იტყვის და დააყენებს სამართლიან განაჩენებს, ეს პროკურატურა თავისთავად გახდება აპოლიტიკური. ფილტრი არის სასამართლო. სიმართლე ისაა, რომ საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირს ორმაგი სტანდარტები აქვს. სააკაშვილის რეჟიმის დროს, როდესაც ამ ქვეყანაში საშინელებები ხდებოდა, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვიყავი. მაშინ 111 ადვოკატი იჯდა ციხეში. ბელარუსში 8 ადვოკატი იჯდა. ამ დროს, ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშნკო სცნეს პერსონა ნონ- გრატად და სააკაშვილს კი თავზე ევლებოდნენ. ევროკომისიის პრეზიდენტს, ჟოზე მანუელ ბარუზოს მივმართე და ვთხოვე, რომ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, კოტე კუბლაშვილი ეცნოთ პერსონა ნონ-გრატად, მაგრამ არათუ მოსმენები დაიწყეს ევროპარლამენტში, პასუხიც არ მაღირსეს. ლუკშენკოს 111 ადვოკატი რომ ჰყოლოდა დაჭერილი, რაღაც უბედურებას დამართებდნენ. ნ. მე არა მგონია, რომ დღევანდელი ხელისუფლება უფრო მეტს აშავებს, ვიდრე სააკაშვილისა. თუმცა, ორივე ცალსახად, რეჟიმია. დღეს არც ერთი ადვოკატი არ ზის ციხეში. კი, შეიძლება ადვოკატმაც ჩაიდინოს დანაშული, მაგრამ ის უნდა იყოს გარეთ და დაიცვას საკუთარი თავი. ბევრ ცუდს აკეთებს ეს ხელისუფლება, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლება ორჯერ მეტ ცუდს აკეთებდა. ჩვენ თუ ახლა არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება პოლიტიკური და არა რეალური გადაწყვეტილება. ისეთ ქვეყნებს აძლევენ ამ სტატუსს, რომლებიც საქართველოსგანაც კი შორს არიან.
– ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა მოგვცა, რომელიც დღესაც არ აქვთ უკრაინას და მოლოდოვას. ფაქტია, ამ ქვეყნებზე წინ ვიყავით. უკრაინას გასაგებია, ჩვენზე წინ რატომ აყენებენ ევროკავშირის ლიდერები, მაგრამ მოლდოვას ევროკავშირის წევრობა საერთოდ არ განიხილებოდა, როდესაც საქართველო ამ სტატუსზე არაოფიციალურად აცხადებდა პრეტენზიას და ევროკავშირიც მხარს გვიჭერდა. დღეს კი მოლდოვასაც ჩამოვრჩებით. სად დავუშვით შეცდომები და რატომ ჩამოვრჩით.
-საქართველოს ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ევროკავშირის მოთხოვნებიდან თუ რეკომენდაციებიდან ბევრ რაღაცას არ ასრულებს. შარლ მიშელის დაწყევლილმა დოკუმენტმა საქართველო დაღუპა და კოალიციური მთავრობის შექმნის პერსპექტივა წაგვართვა. ივანიშვილი თუ არ მოსწონს ევროკავშირს, ივანიშვილი ჩამოქცეული იყო. შარლ მიშელმა გადაარჩინა და ევროკავშირმა „გაუპრავა“ გაყალბებული არჩევნები. ჩვენ რომ გვიყენებენ ბრალდებას ევროკავშირი და ევროპის საბჭო, ეგრე ხომ არ არის? საკუთარი შეცდომები თუ ივანიშვილთან გარიგებაც უნდა დაინახონ. თვითონ დატოვეს ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლებაში და ახლა ჩვენ გვედავებიან. რა აქვთ ჩვენთვის სათქმელი და სასაყვედურო? ნუ გაურიგდებოდნენ ივანიშვილს, ქართველმა ხალხმა „ქართული ოცნება“ არ აირჩია. მაშინ კოალიციური მთავრობა რომ შექნილიყო, იმ რეფორმების დიდი ნაწილი, რასაც დღეს ჩვეგან ითხოვს ევროკავშირი, უკვე გატარებული ან დაწყებული იქნებოდა. ჩვენ, წესიერი ადამიანები დავზარალდებით, თუ არ მოგვცეს სტატუსი, ის ხალხი, რომლებიც არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის რეჟიმს არ ვუხრიდით თავს, ორივეს ვებრძოდით და იმ სამართლებრივი და სხვა სახის რეფორმებს ვითხოვდით ქვეყანაში, რასაც დღეს ევროკავშირი ითხოვს. ახლა რომ უარი გვითხრან, ვინც ამას წლები ველოდებოდით, წარმოგიდგენია ჩვენი დამოკიდებულება როგორ შეიცვლება ევროკავშირის მიმართ? ივანიშვილის გამო რატომ არ უნდა მოგვცენ წევრობის სტატუსი? ის არის რუსი ოლიგარქი. მე, ზაზა ხატიაშვილი 8 წელი ვიბრძოდი იმისთვის, რომ ჩვენ გვქონოდა სამართლიანი სასამართლო, სამართლიანი მართლმსაჯულება და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ივანიშვილის ფეოდალურ რეჟიმს შევწინააღდეგებოდი. მე ეს ბრძოლა როდესაც დავიწყე, მარტო ვიყავი, ხმას არავინ იღებდა და გარეთ არ გამიდიოდნენ. ყოველდღე სახელმწიფო კანცელარიასთან ვიდექი და უსამართლობას ვაპროტესტებდი. ევროკავშირის რომელი წარმომადგენელი მოვიდა და დამიდგა გვერდში, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე სამართლიანად ზუსტად იმას აპროტესტებს, რასაც ჩვენ და დავეხმაროთო? ახლოს არავინ გამკარებია. არც დღევანდელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და არასამთავრობოები არ გამკარებიან, დღეს რომ არ მოსწონთ სასამართლო, პოლიცია და პროკურატურა. 5 000 ადვოკატის პოზიციას გამოვხტავდი, ესეც კარგად იცოდნენ, მაგრამ ევროკავშირის სოლიდარობა არ მახსენდება. აქამდე არ მივიდოდა საქმე, დროულად უნდა მიგვეღო სამართლებრივი ზომები, შეგვეცვალა მნიშვნელოვანი კანონები და ახალი კანონები მიგვეღო, ხელისუფლების იძულებით. ეს რომ გვექნა, დღეს მურუსიძე-ჩინჩალაძის სამარცხვინო სასამართლო და კიდევ ბევრი სამარცხვინო რამ არ გვექნებოდა ქვეყანაში. ცოტა თავის გულშიც ჩაიხედონ, როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ აი, თქვენ რაღაც არ შეასრულეთო. ზაზა ხატიაშვილმა საჩივარი რომ შემოგიტანა, 111 ადვოკატი ზის ციხეშიო, რატომ არ მომაქციეს ყუადღება? ადვოკატთა ასოციაციის წევრი 5 000 ადვოკატის სახელით შევიტანე საჩივარი, მარტო ჩემი სახელით კი არა. პირდაპირ დავუწერე, წარმოვადგენ ამდენ და ამდენ ადვოკატს ამა და ამ კანონით-მეთქი. 2011 წელს ხდებოდა ეს ამბავი, როდესაც სააკაშვილი „გრიმიტობდა“, ივანიშვილი ჯერ არ ჩანდა. სახლიდან რომ გავდიოდი, ყოველდღე შვილებს ვკოცნიდი, ვფიქრობდი, შინ ვეღარ დავბრუნდები-მეთქი. კი გახსოვს, რა დრო იყო. ხალხი „შემთხვევით“ კვდებოდა, ბევრს იტაცებდნენ და სასტიკად სცემდნენ. მერე ტყვეში აგდებდნენ. მართლა ვფიქრობდი, რომ ამ საჩივარს არ მაპატიებდნენ და გამისწორდებოდნენ. ანდა, 111 ადვოკატი ოჯდა ციხეში, მეც შემითითხნიდნენ საქმეს და დამიჭერნდენ. რა, გაგიკვირდებოდა სააკაშვილისგან და ადეიშვილისგან? თუ მე, ზაზა ხატიაშვილს უარს მეტყვიან ევროკავშირის კანდიდატობის წევრობაზე, მაშინ ძალიან მეწყინება და შეურაცხყოფილად ვიგრძნობ თავს. მეც და ჩემნაირებს, ვინც ორივე რეჟიმის წინააღმდეგ და საქართველოში ევროპიზაციისთვის ვიბრძოდით წლების განმავლობაში.
– თქვენ თქვით, რომ შესაძლოა, ხელისუფლებასაც არ აწყობდეს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობა მიანიჭონო. იმიტომ ხომ არა, რომ კანდიდატობას ვალდებულებებიც მოსდევს თან და ევროკავშირი მოსთხოვს ხელისუფლებას დემოკრატიული რეფორმების გატარებას ეტაპობრივად და ხვალ და ზეგ არა, მაგრამ ახლო მომავალში, შეიქმნება დამოუკიდებელი და სამართლებრივი სასამართლო, დემოკრატიული საარჩევნო სისტემა და არჩევნებს ხელისუფლება ვეღარ გააკონტროლებს, პოლიცია და სუს-ი გამოვლენ პოლიტიკური კონტროლიდან, შეიქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურა, რომელიც ხელს არავის დააფარებს, მიიღებენ კანონს დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის შესახებ და მოვა ისეთი ხელისუფლება, ვისაც ეს ქვეყანა უძარცვია, უდანაშაულო ხალხი დაუჩაგრია, ყველას ყველაფერზე პასუხს მოსთხოვენ, მოპარულს უკან დააბრუნებინებენ და ყველა მძიმე დანაშაულზე პასუხს აგებინებენ? ამ ხელისუფლებას ბევრი ისეთი დანაშაული აქვს ჩადენილი, რომელთაც ხანდაზმულობის ვადა არ ეხებათ. საკუთარი კეთილდღეობისა და თავისუფლების დაკარგვის საფრთხის გამო არ სურთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა?
– ძალიან კარგი კითხვა დამისვი. გიგი უგულავა 50 მილიონი ლარის მითვისების გამო სცნო დამნაშვედ სასამართლომ. ეს საბიუჯეტო თანხა იყო და ციხეში იჯდა, მაგრამ ერთი თეთრი არ დაუბრუნებია უკან. დღეს თბილისის მერიაში ათჯერ მეტი ადამიანი მუშაობს, ვიდრე ლონდონის მერიაში. ვინ მუშაობს? ცხადია, ხელისუფლების წარმომადგენელთა ახლობლები, „ქართული ოცნების“ მომხრეები. ხალხი ჰყავთ გაფორმებული, სამსახურში არ დადიან საერთოდ. მერიას 4 მილიარდი ლარი აქვს ბიუჯეტი 4 წელიწადში და აქედან 800 მილიონი არამიზნობრივად იხარჯება. ამ თანხით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, მოახმარე გაჭირვებულ ხალხს, ამოისუნთქებს ხალხი ცოტას. ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში კორუფციაა, მილიარდები აქვთ მოპარული. მართალი ხარ. თუ არ აწყობთ ევროკავშირი, იმიტომ არ აწყობთ, რომ ამ მოპარული, სხვა უკანონო გზით მითვისებული ფულისა და ქონების უკან დაბრუნება მოუწევთ, კიდევ ბევრი მძიმე დანაშული აქვთ ჩადენილი არჩევნების გაყალბებიდან დაწყებული და ყველა ამ დანაშულის ჩამდენებს მოუწევთ ადრე თუ გვიან სისხლის სამართლის წესით პასუხისმგებლობა.
კომენტარები