მწერალი პაატა ქურდაძე:
„როგორც იქნა გაბედა საქართველომ თავისი “ქამინგ აუთი” აქამდე ლატენტურ, მორცხვ ევროსკეპტიციზმზე. ყველაფერი აქეთ მიდიოდა ნულოვანი წლების დასაწყისიდან…მანამდე ამისთვის უბრალოდ არავის ეცალა… ვერც ვერავის დააბრალებ კონკრეტულად… თავისი თითო აგური ყველას აქვს დადებული ამ გამყოფი კედლის მშენებლობაში… არც ვიცი რა ვთქვამ ან რატომ ვთქვა… ამაზე იმდენი მაქვს დაწერილი და გამოქვეყნებული ჯერ კიდევ წლების წინ, რომ ამ პროცესის თავიდან დეტალურად აღწერის აზრს ვერ ვხედავ – მოსახდენი უკვე მოხდა! ყველამ ერთად, ჩვენ თვითონ ვიძალადეთ საკუთარ თავზე და დავკარგეთ ჩვენი ევროუმანკოება.. ეს რეზოლუცია უკანაც რომ წაიღონ ამ “ქამინგ აუტს” მაინც აღარაფერი ეშველება. გამოშვებულ ჯინს ბოთლს თუ დაუმტვრევ, სადღა დაბრუნდება?
PS: ამ სტატუსთან დაკავშირებით არავითარ პოლემიკას არ ვაპირებ, ამიტომ წინასწარ ბოდიშს გიხდით თუ უპასუხოდ დავტოვებ მეინსტრიმულ კითხვებს რომლებზე თქვენთვის სასურველი პასუხების დიდი არჩევანია როგორც რადიციულ ისე სოც მედიაში.“
კომენტარები