მსახიობი თემო გვალია ფეიბუქზე წერს:
“არა რა.. ნაცებს რა გიხარიათ და რისი იმედი გაქვთ, გაფიცებთ “პოლიტიკურ პატიმრებს”?
24-ში მიგვიღებენ თუ არ მიგვიღებენ, ორივე შემთხვევაში “ნაციონალურ მოძრაობას” “გიული დედა” აღარ ეყოლება.
მიგვიღებენ? – ევროპის ეს გადაწყვეტილება იქნება მათთვის კრახი!
არ მიგვიღებენ? ატყდება არეულობა? – ესეც იქნება მათთვის კრახი..
უკვე ხალხი გამოუტანს საბოლოო განაჩენს!
გზაჯვარედინზე დადებულ ლოდს ჰგავს თქვენი მდგომარეობა, რომელსაც აწერია:
მარცხნივ წახვალ? – დაგერხევა.
მარჯვნივ წახვალ მაინც დაგერხევა.
გპირდებით, უკვე საბოლოოდ გაგაქრობთ პოლიტიკური ველიდან!!!
მაგრამ მგონია ევროპა ამას არ გააკეთებს. ამდენი წლის ნაშრომს წყალში არ ჩაყრის და უკან არ გადადგავს ნაბიჯს.
და თუ მაინც გადადგა ეს ნაბიჯი და არ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, მერე ხალხი გადაწყვეტს როგორ მოიქცეს…
დიდი ამბები გველოდება 24 რიცხვიდან…
წარმატებები საქართველოს!
ყველაფერი კარგად იქნება.”
კომენტარები