პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით :
“დესტრუქციულ ძალებს უნდათ, რომ 20 ივნისს გამართონ აქცია, თითქოს რაღაცა ევროკავშირში ინტეგრაციის და სტატუსის მონიჭების მოთხოვნით.
ვინ ითხოვს ამ აქციას, ვინ ატარებს? შემთხვევით ის ძალა ხომ არა, რომელიც აქ ადამიანს კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა და ქვეყნის ტერიტორიებს მოღალატეობრივად ურიგებდა ოკუპანტ ქვეყანას? რომელმაც ომის შემდეგ ჩააბარა ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს? შემდეგ ხალმხრივად გაუხსნა უვიზო რეჟიმი და პირადად ეს ბოროტი მასხარა სააკაშვილი ხვდებოდა საზღვარზე რუსეთის მოქალაქებს.
აი, ეს ძალა ითხოვს თურმე ევროკავშირის სტატუსის მონიჭებას, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია საერთოდ დემოკრატიული რეფორმების გატარების თვალსაზრისით, მხოლოდ ჩვენ გავაკეთეთ – ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა და ახლა უკევ აპლიკაცია, რომელიც ჩვენ შევიტანეთ.
ასე რომ მინდა ყველა გავაფრთხილო – ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, მეგობრენო, ვინმე არ წამოეგოს ამ პროვოკაციას, ჩვენ არცერთ უკანონო ქმედებას არავის არ ვაპატიებთ, ჩვენ, მთავრობა, კანონით მონიჭებული უფლებით და ძალით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას.”
ყოველგვარი კომენტარის გარეშე გაგახსენებთ რას ამბობდა სააკაშვილი 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ:
”ის, რომ პოლიციამ დაიცვა საზოგადოებრივი წესრიგი, თან ისე, რომ არავინ არ მომკვდარა ძალიან რთულ სიტუაციაში, ეს მრავალ ქვეყანაში ასე მოხდებოდა, თუ ხარ ცივილიზებული ქვეყანა, ეს არის სახელმწიფოს მოვალეობა და ეს არის სახელმწიფოს უფლება!..
ამ საპროტესტო აქციების უკან უცხოური ძალებიც იდგა, თუმცა ამ უცხოური ძალების მონაწილეობა გადამწყვეტი ფაქტორი არ ყოფილა…
ეს მეთოდები გამოვიყენეთ, ეს იყო აუცილებლობა და ეს იყო ჩვენი მოვალეობა…
პრობლემა თავად აქციის დარბევაში არ მდგომარეობდა. სიტუაცია იქ[ამდე] არ უნდა მისულიყო, როდესაც აქციის დარბევა გახდა საჭირო…
ოპოზიცია და მთავრობა აღმოჩნდნენ რადიკალურად დაპირისპირებული ყველა საკითხზე. ეს იყო ძალიან დიდი გაკვეთილი ყველა ჩვენგანისთვის. გაკვეთილი, რომ მთავრობას სჭირდება მეტი ახსნა-განმარტება, მეტი მოთმენა, მეტი მოსმენის უნარი და გაკვეთილი იმისა, რომ ექსტრემიზმი არის დამღუპველი საქართველოსთვის იმიტომ, რომ ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ ვუტევთ ერთმანეთს და თავს ვესხმით ერთმანეთს, ჩვენ ვუგზავნით მოსაწვევს მტერს, რომელიც ამჟამად დაბანაკებულია კავკასიის მეორე მხარეს და ვუგზავნით მათ მოსაწვევს, თვითონ დაგვესხას თავს”
კომენტარები