საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება და პოზიტიური ეფექტი არ შეინიშნება.
მისივე თქმით, სააკაშვილი სრულფასოვან მკურნალობასა და კვებას ამ დრომდე ვერ იღებს.
“სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩემი აზრით, არ უმჯობესდება. ამასთან, თავს სუსტად გრძნობს და ამ დრომდე სრულფასოვანი მკურნალობა და კვება ხელმიუწვდომელია. მკურნალობის გარკვეული ელემენტები მიმდინარეობს, თუმცა ის, რომ ამ დრომდე მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, იმის ინდიკატორია, რომ ამ მიმართულებით პოზიტიური ეფექტი არ გვაქვს.
დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტიზის ნაწილში, ექსპერტთა მორიგი ვიზიტია დანიშნული და ველოდებით ამ ექსპერტიზის დასკვნას. იმედი მაქვს, მას შესაძლებლობა ექნება, რომ ექსპერტებთან თანამშრომლობა მოახერხოს“
კომენტარები