ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა აუცილებელია მარიამ ჯიშკარიანმა მესამე პრეზიდენტის კლინიკაში მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილს ტრავმა კისრის მიდამოში აქვს, რაც მისი თქმით, შესაძლოა, ნომერ მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის დროს მიიღო.
,,ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, მე შემიძლია იგივე ვთქვა, რომ სამწუხაროდ საქართველოში ამის გამოცდილება არ არის, ეს არაადეკვატურმა მკურნალობამაც დაადასტურა და უპრიანი იქნება მისი გადაყვანა ისეთ კლინიკაში, სადაც ასეთი პაციენტების მართვის გამოცდილება ექნებათ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის უფრო ეფექტური იქნება.
დასკვნაში მრავალი ფაქტორი იქნება განხილული, მათ შორის, ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ის, თუ რამ გამოიწვია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რომ ეს არა მარტო არაადეკვატური მკურნალობის, არამედ არაადამიანური მოპყრობისა და მართვის შედეგია.შესაბამისად, შვიდი თვის განმავლობაში ჩვენი არც ერთი რეკომენდაცია გათვალისწინებული არ იქნა.
ექსპერტიზაში ჩართულია ნეიროქირურგი და გამორიცხული არ არის, რომ მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისას კისრის მიდამოში ტრავმული დაზიანებები მიეღო და ეს შედეგები ,,მრტ” (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) კვლევაშიც ასახულია. სწორედ იქ ბევრი ნიუანსია, რაც ადასტურებს რომ მკურნალობა, მართვა და ადამიანის მიმართ მოპყრობა არასათანადოა და ეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას გარკვეული პროფილით ამძიმებს.
შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სააკაშვილის გადაყვანა აუცილებელია”, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
კომენტარები