საგურამოსთან, სოფელ ბიწმენდში ხევია ადიდებული, რომელიც სოფლის შუაში ჩამოედინება. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ორი საცხოვრებელი სახლია დატბორილი.
საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები. მოსახლეობის ნაწილი უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების გამო უკავშირდება. თითოეულ შემთხვევაზე დაუყოვნებლივი რეაგირება მიმდინარეობს.
“მოსახლეობის ნაწილი უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების გამო გვიკავშირდება. თითოეულ შემთხვევაზე დაუყოვნებლივი რეაგირება მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები.”
კომენტარები