“ალტ-ინფო” 20 ივნისს პარლამენტთან კონტრაქციას აანონსებს – კოკა მორგოშია “ტვ პირველთან” ამბობს, რომ იმ ადგილას შეიკრიბებიან, სადაც სირცხვილიას აქცია “შინ ევროპისკენ!” არის დაგეგმილი.
“როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, 20-დან 24 ივნისამდე იგეგმება 2 თუ 3 აქცია. არის იმის ალბათობა, რომ ორგანიზატორებმა სიტუაცია ესკალაციისკენ წაიყვანონ. ჩვენ 20 ივნისს ვაპირებთ ლოკაციებზე შორიახლოს ჩვეულებრივად ყოფნას, არსად კონკრეტულად არ გავდივართ, რომ ვინმემ რაღაც პროვოკაცია არ დაგეგმოს. თუ აქცია ჩატარდება ჩვეულებრივად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე, ჩვენც ჩვეულებრივად როგორც შევიკრიბებით, ისე დავიშლებით. ჩვენ რომ მოქმედებაში შევიდეთ, უნდა მოხდეს დაახლოებით 20 ივნისის სცენარი, როდესაც ვნახავთ, რომ ძალოვან სტრუქტურებს, სახელმწიფო ინსტიტუციებს ნაციონალური მოძრაობა და მისი ანასხლეტები თავს ესხმიან. ჩვენ პოლიციის დაცვა არ ვართ. იმედი გვაქვს, რომ პოლიციას დაცვა არ დასჭირდება, მაგრამ თუ ამ ქვეყანას დასჭირდება, მხოლოდ პოლიციის იმედად არ ვიქნებით”.
სირცხვილიას მიერ ორგანიზებულ 20 ივნისის აქციაზე გუშინ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც ისაუბრა და თქვა, რომ მოსალოდნელია პროვოკაციები და მთავრობა ამას არ დაუშვებს.
კომენტარები