ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:
“ალტ-ინფო შექმნა რუსულმა КГБ-მ მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მარში; შმარში და ხარში; აგრეთვე თარხანი, მოურავი და ირმა ვერაფერს შვრებოდნენ.
ალტ-ინფო შეიქმნა და საქართველოს ხელისუფლებას აცნობეს, რომ ამ უკანასკნელს თითიც არ უნდა გაენძრია მათ წინააღმდეგ! ცხადია, არც აპირებდნენ, მაგრამ, მაინც გააფრთხილეს და ისიც უთხრეს, რომ ალტ-ინფო ხელისუფლებასაც გამოადგებოდა.
ალტ-ინფო დააფინანსეს ბიზნესმენ ვასაძის ფულით! ის მერე თამაშიდან გავიდა ან არ გასულა!..
ალტ-ინფო ფინანსდება რუსეთიდან! საპატრიარქოს ყველაზე ბნელი ძალები მას მხარს უჭერენ!
ალტ-ინფოს დაევალა და მეტად დაევალება ქუჩის კონტროლი! კუნთმაგარი ორკები ამას აპირებენ.
ალტ-ინფოს გარდა არსებობს ქუჩის სხვა ბანდებიც.
ტიტუშკები და ბერკუტი გამოჰყავს ხელისუფლებას!”
კომენტარები