პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ბრიფინგზე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას, ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების რეკომენდაციაზე და ამბობს:
“გაფუჭებული საქმე გამოვლინდა რამდენიმე პარამეტრით, პირველია, ევროპარლამენტის რეზოლუცია. ყველაზე ნათლად გამოჩნდა ეს იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ასეთი ტექსტი დაუსაბუთებელი ბრალდებები იმის მანიშნებელია, რომ არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა ევროპარლამენტის პარტიებთან. ოპოზიცია თავის მხრივ მუშაობდა საკუთარი მიზენების მისაღწევად, მთავრობას კი, პარტიას, ის სამუშაო რაც უნდა გაეკეთებია, არ ჩაუტარებია – შედეგიც მიიღო.
ეს რეზოლუცია უფრო განწყობის გამოხატვაა, ვიდრე რამე გადაწყვეტილების დაანონსება, საზოგადოება არ უნდა იყოს შეყვანილი შეცდომაში – ეს რეზოლუცია მხოლოდ ერთგვარი გაღიზიანების გამოვლენაა. რადიკალური ოპოზიციის მუშაობის და ხელისუფლების დუმილის შედეგია – არც გადაწყვეტილებას წარმოადგენს და არც მზაობას, რომ ასეთ ზომებს მიმართოს.
არ წარმოადგენს სიმართლეს განაცხადი, ვითომცდა უკვე იყოს რამე ფორმით დაწესებული ირიბად მომუშავე სანქციები, ეს ბუნდოვანება მხოლოდ იმას ემსახურება, გადაიფაროს იმათი დანაშაული, ვისაც მუშაობა ევალებოდა.
ამ დანაშაულზე პასუხი კონსპირაციული თეორიებით, ანტიოევროპული განცხადებებით საკუთარი დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა, მმართველ პარტიაზე ვლაპარაკობ. თქვენ მმართველმა პარტიამ არაფერი გააკეთეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი იმ რიგში არ ჩაწერილიყო, თქვენ უნდა მიხედოთ, ამ საკითხს.”
კომენტარები