საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი:
“აჩქარებული პროცესი, აჩქარებული ნაბიჯით კანდიდატურის მირების შანსი ჩვენი დამსახურება არ არის, ეს არის უკრაინის და უკრაინელების თვაგანწირვის შედეგი. 3 მარტს კანდიდატურის განცხადებაზე ხელის მოწერა მხოლოდ ამის შედეგია და ამისთვის მადლიერების გამოხატვა გვევალება.
კანდიდატურის საკითხში ჩვენი ადგილის უკან დახევა, ჩვენი ხელისუფლების და ნაწილობრივ ასევე ოპოზიციის ქმედებების შედეგია. დიდი ნაბიჯი იყო გადადგმული ტრიოს (მოლდოვა, უკრაინა, საქართველო) ფორმატში, ამის შემდეგ დაიწყო და აღარ გაჩერებული, პირველ რიგში შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, შემდეგ 5 ილისის საქმეზე ქმედითი გადაყვეტილების არმიღება, ევროკავშირის სესხზე უარის თქმა, ჩვენ ეს არ გვჭირდება, რაში გვჭირდება, უარის თქმა გენ. პროკურორის არჩევის ახალ წესზე, სექტემბერში გავრცელებული მიყურედების ფირები, ნოემბერში იუსტიციის საბჭოს წვერების დანიშვნა, ნოემბერში ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და მანდატის გაგრძელების წესის შეცვლა, უზენაეს სასამართლოში აჩქარებული წესით 4 მოსამართლის დანიშვნა, დეკემბერში ეს სასწაული, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება გაუფრთხილებლად, გვარამიას უდროოდ და სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმით დაკავება, როცა ვიცოდით, რომ ეს საკითხები დადგებოდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში, და ბოლოს აჩქარებული წესით მიყურადების კანონში ცვლილებები – გარედან ეს ასე იკითხება – ეს ნაბიჯები ისეა გადადგმული, რომ არ ვანიჭებთ მნიშვნელობას ევროკავშირის რეაქციას და შეიძლება სხვა რამე გვაინტერესებდეს.
არჩევნების მერე და კოვიდის შემსუბუქების შემდგომ, მაღალი დონის ვიზიტები ევროპის წამყვან ქვეყნებში არ ყოფილა ხელისუფლების, მთავრობის მხრიდან.
ამავე დროს ყველას ვეჩუბებით, ყველას ვაწყენინეთ, ბალტიის სამივე ქვეყანა იყვნენ მთავარი მოკავშირეები ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, პოლონეთი, რომელიც ეხმარება უკრაინას და თვითონ უკრაინა, შარლ მიშელი, გვევლინებოდა ჩვენ ინსტიტუციურ მხარდაჭერად მაგრამ მას მიუბრუნდებიან და ეტყვიან, თქვენივე დოკუმენტი არ შეასრულეს და როგორ უჭერთ მხარს? გავანაწყენეთ ევროპარლამენტარები და ევროპარლამენტში ყველაზე ძლიერი პარტია – ევროპის ყველა ინსტიტუტი და დღეს ვიმუქრებით, თუ არ მოგვცეს სტატუსი ფარდას ავხდითო, არ ვიცი რომელ ფარდას ავხდით, მაგრამ ფარდა რომ ჩვენზე ნელ–ნელა ახდილია, ეს უნდა გვადარდებდეს…
ახალი კითხვებიც გავაჩინეთ, გამოვიჩინეთ საქართველოსთვის შეუფერებელი დამოკიდებულება მეგობარი ქვეყნის – უკრაინის და მისი ხელისუფლების მიმართ – ადამიანი, თუ ქვეყანა თუ ომშია, მისგან ყველაფერი უნდა მოვითმინოთ და არა შევიდეთ უაზრო პოლემიკაში, ეს ტრადიციაც დაგვავიწყდა.
სანქიცების მიმართ პოლემიკა ჩვენი პარტნიორების მხრიდან გაუგებარია და მოსახლეობის ნაწილისთვისაც – თან შევუერთდით და თან ვამბობთ, რომ არა ვართ, ვაკრიტიკებთ სხვებს, ვინც ამ სანქციებშია და ვაფასებთ ევროკავშირის მიღებულ სანქციებს, უშედეგო იქნებაო – წარმოგვიდგენია რა შედეგი უნდა მოჰყვეს?
ამ დროს ასოცირების ხელშეკრულება გვთხოვს პირდაპირ მაქსიმალურად შევუერთდეთ საგარეო გადაწყვეტილებებს.
შეგახსენებთ, ორივე ფრაზა, რომელიც პრეზიდენტმა სიტყვის ამ ნაწილში გამოიყენა – “ფარდას ავხდი” და სანქციები არ იმუშავებს – პრემიერი ღარიბაშვილს ეკუთვნის.
კომენტარები