სალომე ზურაბიშვილი 20 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს მიმართავს და ამბობს:
“მივმართავ 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს, თუ დაფიქრდებიან, შეიძლება გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება. ახლა, ჩემი აზრით, არ არის დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების დაყოფის. ამავდროულად ვაფრთხილებ, ხელისუფლებას, რაღაც განცხადებების შემდეგ, თუ მაინც ჩატარდა, ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს პროტესტი, ყოველივე ექსცესზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე იქნება. ახლა ჩვენი ერთობის და მხოლოდ ერთობის დროა.
მივმართავ ხელისუფლებას, რომელსაც ბევრი ჩემი ნათქვამი არ მოეწონება, რომ გაითვალისწინოს მოსახლეობის ურყევი, 30-წლიანი, თუ არა 30-საუკუნოვანი მისწრაფება და ანტიევროპული რიტორიკისგან, როგორც არასაჭირო ნაბიჯებისგან თავი შეიკავოს. ეს რიტორიკა მხოლოდ პოპულიზმით ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება და ვერ გამოიტანს შედეგს.
მივმართავ ოპოზიციას, შეაჩეროს დესტრუქციული ინფორმაციების მიწოდება ამ გადაწყვეტ მომენტში, მიზნით, რომ ხელისუფლების დესტაბილიზაცია და ძალაუფლებაში მოსვლა ამ დესტაბილიზაციას მოჰყვება.”
პრეზიდენტი 16 მაისს აქციას მართავს – “თუ ვინმეს სიმღერა უნდა, შეუძლია – იმღეროს”
კომენტარები