თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის დაცვის მხარემ, მოსამართლეს პროცესის გადადების შუამდგომლობით მიმართა.
პროცესი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.
მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, შოთა თუთბერიძის თქმით, მათ წარადგინეს კლინიკა “ვივა მედიდან” დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს პროცესში.
ამასთან უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ ხშირია შეთავაზება კლინიკა “ვივა მედში” სხდომის ჩატარების, თუმცა პრეზიდენტს აქვს არათუ ტრანსპორტირების პრობლემა არამედ, უშუალოდ მონაწილეობის მიღება სასამართლო პროცესში.
“კლინიკიდან გამოგზავნილი ცნობა ადასტურებს, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს სასამართლო სხდომაში მონაწილეობა. ამასთან ხაზგასასმელია ის, რომ ზოგჯერ შეცდომაში შეყვანილი ადამიანები ურევენ, ერთმანეთს ტრანსპორტირებას და მონაწილეობის მიღებას და გვთავაზობენ “ვივა მედში” სხდომის ჩატარებას, უბრალოდ მთავარია ის, რომ პრეზიდენტს პრობლემა აქვს, არათუ წუთიერი ტრანსპორტირების კლინიკიდან სასამართლომდე, არამედ მონაწილეობის მიღების სასამართლო პროცესში”, – ამბობს შოთა თუთბერიძე
ე.წ პიჯაკების საქმეზე სასამართლო 11 ივლისს იმსჯელებს.
კომენტარები