წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა:
“შთამბეჭდავი გახლდათ საქართველოს პრეზიდენტის, მისი უდიდებულესობის, ქ-ნი სალომე ზურაბიშვილის, ბრიფინგი ყველა ძირითად ასპექტში:
✓ ევროკავშირში არ(!)გაწევრიანების მიმართულებით მმართველი გუნდის მიერ გაწეული მუშაობის, დამაზიანებელი ქმედებების, ფაქტიურად ანტიკონსტიტუციური ქმედებად შეფასება – იყო ნამდვილად განუმეორებელი, ვერ დავუკარგავთ.
✓ოპოზიციის გარევა არ(!)გაწევრიანების ცოდვაში, ამ მთლიან ამბავში, იმავე გუნდის საამებლად-იყო მიგნება მიგნებაში!
✓სანქციის არასანქცირება, ანუ, ამ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფაქტის გაუფასურების და გადაფარვის მონდომებული მცდელობა და სანქციის მომავალი განვითარების (განსანქცირების) ლობიზმი- პრეზიდენტი გუშინ ფორმაში იყო!
✓აქციას სანქცია-16 ივნისის აქცია 20 ივნისის აქციის გაუქმების ხარჯზე-ერის პროდასავლურ არჩევანზე პირდაპირი დივერსიაა. ნამდვილი, სახალხო პრეზიდენტის ნამდვილი ნაბიჯი იქნებოდა მისი მისვლა 20 ივნისის საერთო ეროვნულ, პროდასავლურ აქციაზე. დიახ, პრეზიდენტს შეეძლო აქციის დაანონსებაც და ჩატარებაც 16 ივნისს (საერთოეროვნული მიზნის მისაღწევად ძალისხმევის გასაძლიერებლად), მაგრამ, რატომ 20 ივნისის აქციის გაუქმების ხარჯზე? მის სიტყვას გამაერთიანებელი ფასი რომ დაედოს, იქნებ, სწორედ 16 ივნისამდე, კონკრეტული ნაბიჯით (გვარამიას შეწყალება მაინც) გაამყაროს გაუფასურებული ინსტიტუცია?
✓დასაგორებელი თავების, “კოლმეურნეობის თავმჯდომარეების გვარების არდასახელებით” დასახელება – პოლიტიკური სიურეალიზმი!
✓ბრიფინგზე რეზოლუციის პოლიტიკური ნაწილიდან სასამართლოს, სხვადასხვა რეფორმების ვალდებულებითი ნაწილის ამოღება, რეპრესიები მედიაზე, მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას საკითხის არათუ რაიმე სახით გადაწყვეტა, არამედ საერთოდ დღის წასრიგიდან გაქრობა მეტყველებს იმაზე, რომ ჩართულია ამ უმძიმესი კრიზისში, არსებითი ცვლილებების გარეშე, ძალაუფლების შენარჩუნების და ამასთან, პასუხისმგებლობ(ებ)ის არიდების ვერაგი, შორს მიმავალი სცენარი !!!-
კრიზისის განმუხტვის ხელწერა გეცნობათ?
“ერთი კაცის დაგეგმილი და მოფიქრებულია ეს ყველაფერი! ასეა ეს!” – დათა თუთაშხია.”
კომენტარები