სკანდალი გრძელდება, ” იმედი ნიუსი” ავრცელებს ინფორმაცია იმაზე, რომ “ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახმა გუშინ ბათუმში ბინა შეიძინა. ამის დასტურად დოკუმენტის ფოტოსაც აქვეყნებს.
საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ბინა ელენე ხოშტარიას დედის სახელზეა გაფორმებული. – ვკთხულობთ ინფორმაციაში.
„ქრონიკა“ ახლად შეძენილი ბინის მისამართზეც იმყოფებოდა და დეტალებს 17:00-საათიან გამოშვებაში შემოგთავაზებთ.” – წერია ინფორმაციაში, ასევე წერია, ის რომ ხოშტარიამ ბინის შეძენის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.
დღესვე იმედმა გაავრცელა, რომ„დროას“ დამფუძნებლის ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.
“მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან. ”
ამაზე კი ელენე ხოშტარიამ იმედს მალევე უპასუხა.
კომენტარები