ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ გაავრცელა ინფორმაცია , რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში ის შენობა დაბომბეს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები თავს აფარებდნენ. ოკუპანტების საჰაერო იერიშების შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა.
“რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ლისიჩანსკზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ამ დროისთვის, დანგრეული შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს”. – წერს გაიდაი.
კომენტარები