„დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგი გამართა, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას არ უპასუხა და ბრიფინგი დატოვა.
„იმედის“ ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ უქმნის მას უხერხულობას ის ფაქტი, რომ როცა ამბობს რომ მისთვის ყველაფერი რუსული მიუღებელია, ასევე არის ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, ამ დროს მის ოჯახს, რუსეთის დიდი თეატრიდან, რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ერიცხება 150 000 დოლარის თანხა, მათ შორის მილიონობით რუბლი, მისი ოჯახის წევრი კი რუსული რუბლებით ბათუმში ბინას ყიდულობს, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ეს ბინძური კამპანიაა და ვერცერთი დეზინფორმაცია ოლიგარქებთან მის ბრძოლას ვერ შეაჩერებს.
შეგახსენებთ რომ სკანდალი მას სემდეგ აგორდა, როდესაც დღეს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია იმაზე, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.
კომენტარები