ილიაუნის ლექტორი, ენმ– ის აქტივისტი, ალიკა კუპრავა, კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე, 20 ივნისის აქციაზე წერს:
“მოგვცემენ თუ არ მოგვცემენ?
რა გავაკეთეთ იმისთვის რომ მოგვცენ?
კი, ცუდი მთავრობა გვყავს!
ხალხი?
20 ივნისს ერთ-ორ საჯარო მოხელეს ვნახავთ აქციაზე და გაგვიხარდება.
სად არიან მასწავლებლები? უნივერსიტეტის პროფესორები? დიპლომატები? ჯარისკაცები? პოლიციელები?
მოსწონთ ეს ყველაფერი? ალბათ არა.
იცით რამდენი ხელფასი მაქვს დაკარგული? რამდენი სამსახური?
ჩემი პროფესია კი არაა აქციაზე ყოფნა.
რა უნდა ასწავლოს ვინმეს შვილს პედაგოგმა რომელსაც ღირებულება არ აქვს ან ამ ღირებულების დაცვის ეშინია?
რაში მჭირდება საჯარო მოხელე, რომელსაც ქვეყნის დასაცავად ხმის ამოღება არ შეუძლია.
ბევრი ნახავთ ამ სტატუსს და ლაიქის დასმის შეგეშინდებათ.
შევეცი ეგეთ სამსახურს, ეგეთ ცხოვრებას და ასე ნაჭამ ლუკმას.”
კომენტარები