ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსული ძალები აგრძელებდნენ პოპასნაზე კონტროლის აღდგენის მცდელობებს, საიდანაც ისინი სამხრეთიდან სევეროდონეცკის ალყაში მოქცევას შეეცდებიან.
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ომმა რუსეთში სახელმწიფოს ავტორიტარიზმისკენ სწრაფვა დააჩქარა.
ასევე ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომელიც 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში მიიღებენ მონაწილეობას.
უწყების ინფორმაციით სავარაუდოდ 15 000 რუსი მილიონერი უკვე ცდილობს ქვეყნის დატოვებას.
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები