პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე მალგოჟეტა გოშევსკა კლინიკა ვივა მედთან განცხადებას აკეთებს. აქ იგი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად მივიდა, თუმცა ჯერჯერობით ამის საშუალება მას არ ეძლევა.
მალგოჟეტა გოშევსკა:
“პრეზიდენტ სააკაშვილთან საერთაშორისო ექიმების ჯგუფის არდაშვება და მისი არგაშვება ჰუმანიტარული მოსაზრებებით სამკურნალოდ საზღვარგარეთ, ეს არის ბარბაროსული აქტი. პოლონეთმა არაერთხელ განაცხადა სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე პრეზიდენტ სააკაშვილის სამკურნალოდ მიღების თანხმობადა მზაობა. ერთი ოლიგარქის სურვილის გამო, მთელი მსოფლიოს თვალწინ იღუპება ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
გამომდინარე იქიდან, რომ ქართული მხარე ეჭვქვეშ აყენებს სააკაშვილის დიაგნოზს, ჩვენ შევთავაზეთ, რომ შეგვექმნა საერთაშორისო ექიმების გუნდი, რომელიც ჩამოვიდოდა და ამ დიაგნოზს დაადასტურებდა, მაგრამ ამაზეც ჯერ ჯერობით ვერ მივიღეთ ვერანაირი პასუხი. მე ვსვამ კითხვას, რისი ეშინია ქართულ ხელისუფლებას, როცა მასთან არ უშვებს საერთაშორისო ექიმების გუნდს”
კომენტარები