ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისიამ უკრაინისთვის და მოლდოვასთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია:
“მინდა დავიწყო უკრაინით, კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპერსპექტივა და ამავდროულად კანდიდატის სტატუსიც. ეს რა თქმა უნდა, არის იმის საფუძველზე გაკეთებული, რომ ქვეყანაში შემდგომი მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება. 8 წელია ქვეყანა ევროკავშირს უახლოვდება. უკრაიანს შესრულებული აქვს ასოცირების შეთანხმების დაახლოებით 70% და ქვეყანას ძლიერი საპარლამენტო საპრეზიდენტო დემოკრატია გააჩნია. უკრაინამ ნამდვილად აჩვენა, რომ ქვეყანას აქვს ევროპული სტანდარტები და ფასეულობების დამკვიდრების მისწრაფება.”
საგანგებო ბრიფინგზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა მოლდოვაზეც:
“ჩვენი შეფასება იგივე მიმართულებით წავიდა, რაც უკრაინის შემთხვევაში იყო. ჩვენ აქაც ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მოლდოვას მიეცეს კანდიდატის სტატუსი. მოლდოვას ექნება განსახორციელებელი მნიშვნელოვანი რეფორმები. ახლო წარსულში მოლდოვამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა რეფორმების მიმართულებით, მკაფიოდ მანდატი ჰქონდა მინიჭებული მოსახლეობისგან”
საბოლოო გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ მომდევნო კვირაში უნდა მიიღოს.
კომენტარები