დღეს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა რომ რეკომენდაციას უწევეს საბჭოს, საქართველოს მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა და შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე პირობების შესრულება შეფასდეს.
ევროკომისიის რეკომენდაციაში საუბარია დეოლიგარქიზაციაზე, მმართველი გუნდის პარტიული ლიდერი, ირაკლი კობახიძე თვლის, რომ ოლიგარქში, ევროკომისიას ბიძინა ივანიშვილი არ უგულისხმია.
ირაკლი კობახიძე:
პირველი რეკომენდაცია – პოლარიზაციის შემცირება რაც არის იმის წინააღმდეგ დღესვე, ოპოზიციამ უკვე გამოსვლა დაიწყო. ისინი აანონსებენ 20 ივნისს მაპოლარიზებელ აქციას და პირდაპირ საუბრობენ ხელისუფლების გადატრიალების სურვილზე. პირველივე პუნქტს არღვევენ პირველივე წუთებში, მას შემდეგ, რაც ეს რეკომენდაციები გაიცა ევროკავშირის მიერ. ვინ მიდის პოლარიზაციისკენ და ვის სურს პოლარიზაცია, ეს დღესავით ნათელია.
ვერავითარი ფაქტით და არგუმენტით ვერ იქნებოდა ეს ნაგულისხმევი. ბიძინა ივანიშვილი არის ბიზნესმენი თავისი კონკრეტული წარსულით გარდა ბიზნესმენია ის არის ფილანთროპი და ქველმოქმედი და ამას გარდა მან 2012 წელს მან დაასრულა სისხლიანი რეჟიმი ამ ქვეყანაში. გამომდინარე აქედან, ვერ იქნება საუბარი ბიძინა ივანიშვილზე, თუმცა იმ ადამიანებზე, რომლებმაც 9 წლის განმავლობაში ძარცვეს ქვეყანა, იქნება საუბარი ამ დოკუმენტში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ოლიგარქებისგან ქვეყანა გავათავისუფლოთ. ჩემთვის ოლიგარქი პოლიტიკურ კონტექსტში არის ადამიანი, რომელიც ძარცვავს ქვეყანას და ასეთი ჩვენ გვყავს რამდენიმე. ბიძინა ივანიშვილს, კაცს რომელსაც 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ქველმოქმედებაში, უწოდებთ ოლიგარქს, ეს თქვენი პრობლემაა, ეს ქვეყნის პრობლემა არ არის“
კომენტარები