ბრემენის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი და ლექტორი ბიძინა ლებანიძე:
“ უკვე ნათელია, რომ საქართველო ამ ზაფხულს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. რა დაკარგა ქვეყანამ ამით, გარდა მისი “სიმბოლური” დატვირთვისა?
მაშ ასე, ჩამოვთვალოთ:
დაახლ. ერთი მილიარდი ევრო გარანტირებული “უფასო” ფული
მილიარდობით პირდაპირი ინვესტიცია
ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების (5-8 წელი) ცხოვრებაში ერთხელ რომ გეძლევა, ისეთი შანსი
ევროკავშირის 27 ქვეყანაში ლეგალურად დასაქმების პერსპექტივა
->გაწევრიანების პროცესის დასრულების შემდეგ:
7-10 მილიარდი ევრო “უფასო” ფული ყოველ საბიუჯეტო პერიოდში
ევროკავშირის უსაფრთხოების ქოლგა (ნატოს მეხუთე მუხლი = ეუ-ს 42 მუხლი)
2%იანი საბანკო სესხები
ადგილი და ვეტოს უფლება ევროკავშირის გადაწყვეტილების მაგიდასთან
-> და რაც მთავარია: ევროპული კანონმდებლობა და რეგულაციები, რომელიც გინდა, არგინდა, გაიძულებს, რომ გქონდეს:
სუფთა ჰაერი
დაცული ბუნება
მოწესრიგებული ურბანული პოლიტიკა
ჯანმრთელი საკვები
დაცული პირადი სფერო
უფასო როუმინგი
დაცული საზღვრები და მიგრაციის მკაცრი კონტროლი
სოციალური თანასწორობა
მონოპოლიებისგან თავისუფალი ბაზარი
ხელმისაწვდომი განათლება
და კიდევ 1001 რამ
-> იმედია ეს ჩაფლავება დროებითია, და ყველაფერი გამოსწორდება, მაგრამ არსებობს ორი მნიშვნელოვანი რისკი:
არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ საქართველოს ხელისუფლება & პოლიტიკური სპექტრი ევროკავშირის წამოყენებულ წინაპირობებს შეასრულებს, თან დროის ასე მცირე მონაკვეთში.
ევროკავშირის გაფართოება (მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭება) არის ღრმად პოლიტიკური საკითხი. ახლა იყო ამის კარგი შანსი, რუსეთ-უკრაინის ომის გამო. 6 თვის და 1 წლის შემდეგ, ევროპელები რა ხასიათზე იქნებიან და რომელ ფეხზე გაიღვიძებენ, კაცმა არ იცის, შეიძლება საერთოდ აღარ დაუბრუნდნენ ამ საკითხს წლების მანძილზე (ნატოს მაგალითი სახეზე გვაქვს). Pray for the best”
კომენტარები