მოძრაობა “სირცხვილიას” თანადამფუძნებელი, შოთა დიღმელაშვილი:
“ვის უნდა ველაპარაკოთ მთავარ არხზე, რომ ავუხსნათ, რომ 20 ივნისის შესახებ ნიუსი არ დაიწყონ ფეიკით, “ოპოზიცია 20 ივნისის აქციას გეგმავსო”? მერე ჩამოუარონ ყველა პოლიტიკოსს, ჰკითხონ აი, მაინც რატომ არ ჩაატარეთ აქცია დღეს და მერე ჟურნალისტმა დაასკვნას, რომ “ოპოზიციამ ასე გადაწყვიტა”? ძნელი მისახვედრია, რომ ქართული ოცნების და იმედის ფეიკს არ უნდა დაუსინქრონდეთ?
20 ივნისის აქციას მართავს სამოქალაქო საზოგადოება და მასზე ვიწვევთ ყველა პარტიის მხარდამჭერს.”
კომენტარები