ელენე ხოშტარიას ოჯახმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთიდან, მილიონობით რუბლი ერიცხებათ.
ელენე ხოშტარიას მამამ, ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიამ „პალიტრა ნიუსთან“ ინტერვიუში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ ფულთან მის შვილს არანაირი კავშირი არ აქვს. მან კიდევე ერთხელ განმარტა, რომ ეს თანხა მას, როგორც სოლიკო ვირსალაძის სამართალმემკვიდრეს, ისე ეკუთვნის.
გოგი ხოშტარიას განცხადებით, თანხა წელიწადში სამჯერ ერიცხებოდათ, თუმცა „ქრონიკის“ ინფორმაციით უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ხოშტარიებმა ოთხჯერ მიიღეს. ჯამში, დაახლოებით, 110 ათასი დოლარი და 2,500 მლნ რუბლი.
კომენტარები