საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილი ევროკომისიის მიერ საქართველოს მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ღმერთო, ეს რა ქენით? როგორ მოახერხეთ? 30 წელი აგურ-აგურ, ევროპულ საქართველოს ვაშენებდით (გვინდოდა, ყოველ შემთხვევაში). არც წინაპრები და მით უმეტეს ახალი, მომავალი თაობა ამას არასდროს გაპატიებენ!!! ხვდებით მაინც რა მოხდა? მიუხვედრელებისთვის: წავედით მოუსავლეთში! ბრავო მეგობრებო! იმ საქართველოს გაუმარჯოს, სადღეგრძელოში რომ იტყვიან: ვიყოთ, პაწა, ერხანს! ფუი“, – წერს პაატა შევარდნაძე.
ცნობისთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მიანიჭეს, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულება მოუწევს.
კომენტარები