ნანა სულავა
„ალიას“ ესაუბრება პოეტი გოჩა ხარანაული.
-ბატონო გოჩა, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური პოზიციის და ბოლოდროინდელი აქტიურობების შესახებ რას იტყვით?
-რა უნდა ვთქვა? მოიყვანა ევროპელები, რომლებმაც აქეს და ადიდეს ბოროტმოქმედი სააკაშვილი და აწ გარდაცვლილი ამერიკის სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ეს ის მადლენ ოლბრაიტია, რომელიც მომაკვდინებელ სანქციებს უწესებდა ერაყელ ბავშვებს და ქალებს. ხოლო იუგოსლავიელ ბავშვებს და ქალებს რაკეტებსა და ბომბებს ესროდა აღდგომა დღეს, წარწერით „გილოცავთ აღდგომასო“. ამ ქალს, ოლბრაიტს, არასოდეს მოუნანია ეს ცოდვები და ასეთი ქალი დააჯილდოვა ჩვენმა პრეზიდენტმა საქართველოს ღირსების ორდენით. ამის შემდეგ რაღა ვთქვა? ახლა ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სააკაშვილი გამოაძვრინონ ციხიდან, რომ კიდევ უფრო უარესი დაატრიალოს. პოლონეთიდან ჩამოვიდა პოლონეთის ქვედა პალატის სეიმის ვიცესპიკერი გოშიევსკა და კატეგორიულად მოითხოვა, სააკაშვილი გამატანეთო. თან იგინება. მოკლედ, იმპერიალისტური შეთქმულებაა საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ ზურაბიშვილს შეუძლია, თავისი უფლება გამოიყენოს და შეიწყალოს. მან შეიწყალა მკვლელები; შეიწყალა ძებნილი, რომელიც გასამართლებული არ იყო და ჯერ კიდევ გამოძიება მიმდინარეობდა; შეიწყალა ნარკობარიგა; შეიწყალა პოლიციელის მკვლელი; აღარაფერს ვამბობ ბიუჯეტიპარია უგულავაზე, ოქრუაშვილზე, რომლებიც დღესაც ციხეში უნდა იყვნენ. „ოცნებას“ თუ უნდა სალომე ზურაბიშვილის წასვლა, შეუძლია იმპიჩმენტი მოუწყოს. ერთი საბჭოთა ფილმი მახსენდება – ამ კაბინეტიდან მაგადანი ჩანსო. შევარდნაძიდან მოყოლებული, ჩვენი პრეზიდენტების კაბინეტებიდან მხოლოდ ციხის კამერა ჩანს. რატომ გააკეთა ივანიშვილმა მასზე არჩევანი 2018 წელს? არჩევნების წინ ბანერები რომ ჰქონდა გამოფენილი, იგივე ბანერები გამოფინოს ახლა წარწერით: „სალომე, შედი ბუტკაში“. და ბოლოს, ზურაბიშვილი არ იყო, კონსტიტუციური ხელისუფლების დამხობის მოთავეებს დემოკრატები რომ უწოდა? ამიტომ მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.
კომენტარები