ექიმი, სოფიო ბერიძე:
“თუ ვთანხმდებით, რომ ევროპა ნიშნავს :
უსაფრთხო და სამართლიან გარემოს
სუფთა ჰაერს
ტყვიის არ შემცველ სათამაშოს
დაზღვეულ და გამართულ ჯანდაცვას
ეფექტურ და არა მავნე წამალს
დაცულ გზებს და გადაადგილებას!!!
ხარისხიან განათლებას
და ამ ყველაფრით მოტანილ სულიერ სიმშვიდეს, მაშინ
ვერ ვხედავ ვერავითარ მიზეზს –
20 ივნისის აქციაზე რატომ არ უნდა მივიდეთ.
გვესმის, რომ გვაქვს
განსხვავებულები პოლიტიკური შეხედულები
ხედვა და მრწამსი
პროფესია და სოციალური სტატუსი
მიუხედავად ამისა,
უნდა მივიდეთ აქციაზე და
უბრალოდ დავდგეთ იმის დასტურად, რომ ბევრი ვართ!
ბევრი ვართ და ამ ბევრს შეუძლია
თეთრი და შავის
ნათელის და ბნელის
ბოროტის და კეთილის
კარგის და ცუდის
განსხვავება!
ევროპა უპირველეს ყოვლისა -უსაფრთხოებაა!
ჩვენ ვიცით უსაფრთხოების ფასი!
20 ივნისს, 20 საათზე!
კომენტარები