“მზესუმზირა” განცხადებას აქვეყნებს:
“ დღეს 20 ივნისია. საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი დღე. დღე რომელიც გადაწყვეტს ჩვენს გზას – გავაგრძელებთ სვლას დასავლური ცივილიზაციისკენ თუ წავალთ უკან – წარსულში. იქ სადაც მხოლოდ ერთმანეთს დაპირისპირებული საზოგადოება, ადამიანის დარღვეული უფლებები, კრიმინალი და გაღატაკებული ქვეყანა დაგვხვდება. იქ საიდანაც ერთხელ თითქოს გამოვედით.
ამიტომ არაა ეს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ან პარტიის აქცია, ესაა სწორედ ზეპარტიული, ამ ყველაფრის მიღმა მდგომი, საერთო სახალხო მოძრაობა.
მოძრაობა რომელიც ქვეყნის მოსახლების 85 %-ს აერთიანებს და რომელიც მზადაა ბოლო ამოსუნთქვამდე დაიცვას ყველაზე ღირებული – საკუთარი სამშობლო. მისი თავისუფლება.
სწორედ ამიტომ კომუნა მზესუმზირა, დღეს, 20:00-ზე იდგება რუსთაველზე იმედით რომ ყველა ვისაც ოდესმე შემოუღია ეზოს კარი, ვისაც ერთხელ მაინც ჩვენთან უცეკვია, ვისაც სწორედ ჩვენთან უგრძვნია, რა არის ერთად დგომის, ერთად ცეკვის, ერთად ყოფნის და არსებობის ღირებულება, უგრძვნია ის რაც გვაერთიანებს ჩვენ, ამ ქვეყნის მოსახლეობას – სწორედ თქვენი შემოერთების იმედით, დაველოდებით დღევანდელ საღამოს.”
კომენტარები