მწერალი ლაშა ბუღაძე, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართავს და ამბობს:
“ბიძინა ივანიშვილს არ უნდა ევროკავშირი, რომ ნდომოდა, სხვანაირად მოიქცეოდა. შეუძლია გარკვეული სიგნალები გააგზავნოს საქართველოს პრეზიდენტმაც, რიტორიკული სფეროდან გამოვიდეს და ქმედითი ნაბიჯები გადადგას, თუ მართლა პრეზიდენტია, ამითი მაინც დაანახოს გზავნილი ევროკავშირს. ევროკავშირს პრობლემები არა აქვს, პრობლემები საქართველოს აქვს ამ ხელისუფლების გამო, ჩვენ გვჭირდება დახმარება ევროკავშირისგან. რატომ უნდა იჯდეს ნიკა გვარამია ციხეში? ეს შეუძლია სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტოს. ვიცი, როგორ ამოიღებენ ამ სიტყვებს, მაგრამ ეს ჩემი მოსაზრებაა.
ევროპა არის ადამიანი, ადამიანის კეთილდღეობა, ადამიანისათვის სამართლიანი დამოკიდებულება.
ვიცოდეთ, მოგვიწევს გამოსვლაც 24–შიც!”
კომენტარები