ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დღევანდელ პლენარულ სესიაზე 20 ივნისის აქციას გამოეხმაურა:
გუშინ, ბევრი ადამიანი იყო რუსთაველზე გამოსული, თუმცა საქართველოში დამატებით 3 მლნ და მეტი ადამიანია, რომელიც მხარს უჭერს ევროპას. ეს არის საქართველოს მოსახლეობის 85%. ამასთან, ევროინტეგრაციის მიზანი არის პირდაპირ დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციაში. გასული კვირების განმავლობაში გვიტრიალებენ იმ მუხლს, რომელიც ჩვენი ხელით ჩავწერეთ კონსტიტუციაში და ამ ადამიანებმა ხმა არ მისცეს – ცინიზმი აქ არის და ვინაა ევროპის მომხრე რეალურად და ვინ არა, აქედან კარგად ჩანს.
გუშინ დიდი ხანი ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა – პოლიტიკურ გზავნილებს არ აჟღერებდნენ, რათა ხალხი არ დაშლოდათ, მაგრამ ბოლოს მაინც გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა. გეგმა, რომელიც ითვალისწინებს “შულავერის კომიტეტის” გამომზეურებას და რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის წალეკვას… მე პირდაპირ გეტყვით, რომ სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა ჩვენ არ გვაქვს, ქვეყნის წალეკვის მორიგი მცდელობაც იქნება წარუმატებლად დასრულებული.
კომენტარები