მას შემდეგ რას სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ ფეისბუქპოსტში გუშინდელი აქციის მონაწილეებს ს…ები უწოდა და ამას დიდი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის მთავრობის სხდომაზეც, რაზეც მმართველი პარტიის ლიდერებმა არასამუშაო საათებში დაწერა პოსტი და რა მოხდაო, სამგორის გამგებელმა პირველი განმარტება გააკეთა :
“სიტყვა, რომელზეც ამბავი ატეხეთ, სულხან-საბას ლექსიკონში ჩიტს ნიშნავს” – სკანდალში გახვეული სამგორის გამგებელი თავის მართლების რეჟიმშია.
კახა სამხარაძე მთავარ არხთან ამბობს, რომ “ასეთი სიტყვებით მეგობრები ერთმანეთს ხშირად მიმართავენ”.
ჩემი Facebook-ი არის ჩემი პირადი გვერდი. ეს არ აღნიშნავს საზოგადოებას და არც პოლიტიკოსს, ეს არის გათვლილი ჩემს მეგობრებზე. არ იყო ეს საჯარო. ჩემი Facebook-ჯგუფი არის დახურული – ვინ გახსნა, როდის გახსნა, მე ეს არ ვიცი.
ის სიტყვა, რომელზეც თქვენ ერთი ამბავი ატეხეთ, ჩაიხედეთ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში და განმარტებაც ნახეთ. ჩვენ ამ სიტყვებით ვესაუბრებით ერთმანეთს, მეგობრები… სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში ეგ ნიშნავს ჩიტს, მაგ სიტყვა, რაზედაც თქვენ ატეხეთ ერთი ამბავი. უგზო-უკვლოდ მოფრინავი ჩიტების – ჩვენს მეგობრებში გვაქვს ასეთი ლექსიკა და ეგეთი საუბარი, ვუგებთ ერთმანეთს.
კომენტარები